Thursday, September 5, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია: Canon ნაწილი II

ვაგრძელებთ ობიექტივების განხილვას და ჯერი მიდგა ქენონზე.

I ნაწილი





Canon: სიტყვარი

EF (Electro-Focus)
1987 წლის შემდეგ გამოსული ყველა ქენონის ობიექტივი ფოტოაპარატს უკავშირდება ელექტრონულად, მანამდე არსებულ მექანიკურ კავშირიანი ობიექტივები FD-ით აღინიშნებოდა.

EF-S
ეს ობიექტივები შექმნილია მცირე ზომის სენსორიან ფოტოაპარატებთან სამუშაოდ.

USM (Ultra Sonic Motor)
აუტოფოკუსის ძრავა, რომელიც მოთავსებულია ობიექტივში და ელემენტების მოძრაობას ახდენს ზებგერითი ტალღების მეშვეობით.

IS (Image Stabilizer)
ოპტიკური სტაბილიზაცია, ამცირებს ფოტოაპარატის მოძრაობისგან გამოწვეულ ბლარს და საშუალებას გაძლევთ შედარებით ნელი ჩამკეტის სიჩქარით გადაღოთ. აუცილებელი ფუნქციაა დიდი ფოკალური სიგრძის მქონდე ლინზებისთვის.

L -  ქენონის ეს ობიექტივები არის საუკეთესო ხარისხის ქენონის ობიექტივებს შორის, შეიცავენ სხვადასხვა სპეციალურ მატერიას ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ ობიექტივებს ახასიათებთ წითელი რგოლი კორპუსზე, როგორც მაღლა სურათშია.

DO (Diffractive Optics)
ოპტიკური ტექნოლოგია ქენონის მიერ, რომელიც შესაძლებელს ხდის უფრო კომპაქტური ტელეფოტო ობიექტივების დამზადებას ვიდრე ადრე შეიძლებოდა.

TS-E
ობიექტივი, რომლის ღერძის კუთხის ჰორიზონტალურად შეცვლაა შესაძლებელი სენსორთან მიმართებაში. ძირითადად გამოიყენებენ ფილმის გადაღებისას და არქიტექტურული ფოტოგრაფიისთვის. ამ ობიექტივით შეიძლება პერსპექტივის და ფოკუსის მდებარეობის ცვლილება.

MP-E
ობიექტივი სპეციალურად დამზადებული მაკრო ფოტოგრაფიისთვის, ასეთი ობიექტივი მხოლოდ ერთია: MP-E 65mm f/2.8 1-5x Macro Photo

Macro
ობიექტივი მაკრო ფოტოგრაფიისთვის, რომელსაც ძალიან მცირე მანძილზეც შეუძლია ფოკუსირება.

Apherical Elements
ობიექტივში დამატებული სპეციალური ელემენტები, რომლებიც ამცირებს ოპტიკურ ცდომილებებს (aberration). ეს ძირითადად გამოსადეგარია ფართო კუთხიანი ობიექტივების მიერ გამოწვეული დარღვევების შესასწორებლად, ასევე შესაძლებელს ხდის უფრო კომპაქტური ობიექტივის დამზადებას.

Super Spectra Coating
ობიექტივების შუშები დაფარულია ნანო კრისტალური შრეებით რომელიც ამცირებს "მოჩვენებებს", სხვადასხვა სინათლისგან გამოწვეულ უცნაურ სინათლეებს (lens flare).

Fluorite and UD lens elements
ობიექტივის ელემენტები რომლებიც ამცირებენ ოპტიკურ ცდომილებებს, აუმჯობესებენ სიმკვეთრეს, კონტრასტს და აბალანსებს ფერებს.

ინფორმაციის წყარო: wildlife-pictures-online.com