Wednesday, September 4, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია: Nikon (Nikkor) ნაწილი I

ვაგრძელებთ ობიექტივების მიმოხილვას. ჩვენ უკვე გავეცანით ზოგადად ობიექტივებს, რა ტიპის არსებობს, რისთვის არის და ა.შ.
ობიექტივები ერთმანეთისგან ბაიონეტითაც (რითიც მაგრდება ლინზა კამერაზე) განსხვავდებიან.
ამ პოსტში ნიკონის F ბაიონეტს.

Nikon (Nikkor)


ნიკონის ობიექტების თავსებადობა ნიკონის ციფრულ ფოტოაპარატებთან:


Invasive
Fisheyes*
Pre-AI
AI Converted**
AI, AI-s**
AF, AF-D (screw)
AF-S, AF-I
VR
G  
D2, D3, D4 series
(all)
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
OK
A, M
OK
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D1 series
(all)
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
No Matrix Meter
(CW and Spot Only)
A, M
No Matrix Meter
(CW and Spot Only)
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D800, D800E, D700, D600, D300s, D300, D200, D7000, D7100
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
OK
A, M
OK
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D90, D80, D70,
D70s, D50
, D100
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
სინათლე არ იზომება
M
(home conversions may not mount)
სინათლე არ იზომება
M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D5200, D5100, D5000, D3200, D3100, D3000, D60, D40, D40x
NO

გატეხავს სარკეს
სინათლე არ იზომება
M
სინათლე არ იზომება
M
სინათლე არ იზომება
M
No AF
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M



* - ძველი სტილის fisheye ობიექტივები, რომლის დაყენება მოითხოვს სარკის მუდმივ აწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში სარკეს გატეხავს.

** - ფოტოაპარატებში როგორიცაა  D2, D3, D200, D300.. საჭიროა მენიუში შეიყვანოთ ფოკალური სიგრძის და დიაფრაგმის მნიშვნელობა, რომ Matrix metering-მა  იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ Spot და CW (Center Weighted) სინათლის საზომები იმუშავებს.


Nikon: სიტყვარი

ეს არის Nikon ლინზებზე გაკეთებული წარწერების ჩამონათვალი და მათი განმარტება:

AF-S: Autofocus Silent
ფოკუსირება ხდება ობიექტივში არსებული ფოკუსირების ძრავით ფოტოაპარატის ძრავის ნაცვლად. ასეთი ობიექტივები უფრო სწრაფები არიან  და გაცილებით ნაკლები ხმაური აქვთ ფოკუსირებისას.

AF-I: Autofocus Internal
ამ ტიპის ობიექტივს აქვს ინტეგრირებული აუტოფოკუსის ძრავა, მაგრამ არ აქვს ფოტოაპარატის აუტოფოკუსის ძრავასთან მექანიკური კავშირი. ძირითადად გამოიყენებოდა Super telephoto ობიექტივებში.

AI: Automatic Indexing
AI ნიკონის სტანდარტად გახდა 1977 წელს. მანამდე არსებულ Non-AI ობიექტივების ხმარებისას სინათლის გასაზომად საკმაოდ დიდი პროცედურა იყო საჭირო, AI ობიექტივებზე კი ეს უკვე ავტომატურად ხდებოდა.

AI-P: ნიკონის მექანიკური ობიექტივი შიგ ჩაშენებული პროცესორით, რომელიც ინფორმაციას უგზავნის სინათლის საზომ სისტემას.

AI-S: Automatic Indexing (modified)
AI-S ნიკონის სტანდარტად გახდა 1982 წელს. AI-S ობიექტივები ერგება იმ ფოტოაპარატებს, რომლებსაც საშუალება აქვთ დიაფრაგმა ფოტოაპარატიდან აკონტროლოს, რომელიც საჭიროა Shutter-priority და Auto რეჟიმებისთვის. 1982 წლიდან დამზადებულ ყველა AF  და მექანიკური ობიექტივები არის ასევე AI-S.

ASP (AS): Aspherical lens elements
ობიექტივში დამატებული სპეციალური ელემენტები, რომლებიც ამცირებს ოპტიკურ ცდომილებებს (aberration). ეს ძირითადად გამოსადეგარია ფართო კუთხიანი ობიექტივების მიერ გამოწვეული დარღვევების შესასწორებლად, ასევე შესაძლებელს ხდის უფრო კომპაქტური ობიექტივის დამზადებას.

CRC: Close Range Correction
აუმჯობესებს სურათის ხარისხს ახლო მანძილზე ფოკუსირებისას, ობიექტივის ელემენტების ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობს, რაც ახლო მანძილზე ფოკუსირების შესაძლებლობას ქმნის.

D: Distance
D-ტიპის AF ობიექტები აწვდიან ინფორმაციას ფოტოაპარატს, რომელსაც აქვს 3D Color Matrix Metering, 3D Matrix Metering, და 3D Multi-Sensor Balanced Fill-Flash ობიექტსა და კამერას შორის მანძილზე. ყველა AF-I, AF-S, და G-ტიპის ობიექტივები არიან D-ტიპის.

DC: Defocus Control
შესაძლებელია აკონტროლო ფოკუსის გარეთ მყოფი ობიექტების სიმკვეთრე იმ ობიექტის წინ ან უკან რომელზეც ფოკუსია გასწორებული.

ED: Extra-Low Dispersion glass
სპეციალური ობიექტივის ელემენტი, რომელიც ამცირებს ქრომატულ ცდომილებას, ზრდის სიმკვეთრეს და კონტრასტს, მაქსიმალურ დიაფრაგმაზეც კი.

G: ასეთ ობიექტივებს არ აქვთ მექანიკური დიაფრაგმის რგოლი, დიაფრაგმა კონტროლდება ფოტოაპარატიდან.

IF: Internal Focus
ფოკუსირებისას მოძრავი ელემენტები ობიექტივის შიგნით მოძრაობს და ფოკუსირებისას ობიექტივის სიგრძე უცვლელი რჩება, გამოსადეგარია პოლარიზაციის და ნახევრად ჩაბნელებული ND ფიტლრის გამოყენებისას, ასევე ნაკლები მტვერი აღწევს ობიექტივში.

M/A: შეგიძლიათ გააკეთოთ მექანიკური ფოკუსი გადამრთველის M-ზე დაყენების გარეშე.

Micro
ობიექტივი მაკრო ფოტოგრაფიისთვის, რომელსაც ძალიან მცირე მანძილზეც შეუძლია ფოკუსირება.

ML: Meniscus Protective Lens
წინა დამცავი მინა რომელსაც მომრგვალებული ფორმა აქვს, ეხმარება "მოჩვენებების" შემცირებაში.

N: Nano Crystal Coating
ნანო კრისტალური ტექნოლოგია, რომელიც ობიექტივის ელემენტებს აქვს შრეებად და ამცირებს ამ ელემენტებს შორის ანარეკლს.

PC: Perspective Control
ობიექტივი, რომლის ღერძის კუთხის ჰორიზონტალურად შეცვლაა შესაძლებელი სენსორთან მიმართებაში. ძირითადად გამოიყენებენ ფილმის გადაღებისას და არქიტექტურული ფოტოგრაფიისთვის. ამ ობიექტივით შეიძლება პერსპექტივის და ფოკუსის მდებარეობის ცვლილება.

RD: Rounded Diaphragm 
ფოკუსის გარეთ მყოფი სინათლეები როგორც წესი ჩანს როგორც მრავალკუთხედები დიაფრაგმის პირების გამო, ასეთ ობიექტივებს კი დიაფრაგმის პირები მომრგვალებული აქვს და უფრო მრგვალი ფორმის გამოდის ეს სინათლე.

RF: Rear Focusing
ყველა ობიექტივის ელემენტები დაყოფილია კონკრეტულ ჯგუფებად, ასეთ ობიექტივში მხოლოდ წინა ელემენტის ჯგუფი მოძრაობს, რაც აუტოფოკუსს აჩქარებს.

SIC: Super Integerated Coating
ობიექტივების შუშები დაფარულია ნანო კრისტალური შრეებით რომელიც ამცირებს "მოჩვენებებს", სხვადასხვა სინათლისგან გამოწვეულ უცნაურ სინათლეებს (lens flare) და აბალანსებს ფერებს.

SWM: Silent Wave Motor
ტექნოლოგია რომელიც ასწრაფებს ფოკუსირების სიჩქარეს და უფრო ჩუმს ხდის ზებგერითი ტალღების გამოყენებით.

VR: Vibration Reduction
ოპტიკური სტაბილიზაცია, ამცირებს ფოტოაპარატის მოძრაობისგან გამოწვეულ ბლარს და საშუალებას გაძლევთ შედარებით ნელი ჩამკეტის სიჩქარით გადაღოთ. აუცილებელი ფუნქციაა დიდი ფოკალური სიგრძის მქონდე ლინზებისთვის.



სტატიის მეორე ნაწილი შეეხება ქენონის სიტყვარს!

II ნაწილი

ცხრილის წყარო: www.kenrockwell.com
დანარჩენი ინფორმაცია მოძიებულია ნიკონის ოფიციალური ვებ-გვერდიდან!