![]() |
მონიშნული ადგილზე საკორდინატო წრფეზე გამოისახება სინათლის რაოდენობა |
Matrix metering (Nikon) / Evaluative metering (Canon)
ამ რეჟიმში ფოტოაპარატი გაზომავს სინათლეს კადრის მთლიან პერიმეტრზე და შემდომ გამოითვლის საშუალო მნიშვნელობას რომელსაც გვიჩვენებს ვიზირში და ეკრანზე. ანუ მოკლედ ეს რეჟიმი გვეუბნება სინათლის რაოდენობას, რომელიც არის მთლიან კადრში.![]() |
Matrix Metering |
Center-weighted metering (Nikon) / Center-Weighted Average Metering (Canon)
აქ ფოტოაპარატი გაზომავს სინათლეს ისევ კადრის მთლიან პერიმეტრზე მაგრამ პრიორიტეტს მიანიჭებს კადრის ცენტრალურ ნაწილს.
![]() |
Center-weighted metering |
Spot metering (Nikon) / Partial metering (Canon)
ფოტოაპარატი გაზომავს სინათლეს მხოლოდ ერთ ფოკუსის წერტილში, სადაც ფოკუსის წერტილს გადაიტან, ასევე იქ გაიზომება სინათლე.
![]() |
Spot metering |
რათქმაუნდა ყველა ამ რეჟიმს თავისი დანიშნულება აქვს და დრო როდის უნდა გამოიყენო, მე გეტყვით ჩემ აზრს:
Matrix metering - ვიყენებ როდესაც ვიღებ პეიზაჟს, რომ გავიგო სინათლის საშუალო დონე მთლიან კადრში.
Center-weighted metering - ამას ვიყენებ პორტრეტებისათვის რადგან მე მინდა რომ ჩემი ობიექტის სახე კარგად გამოვაჩინო , ამიტომ სინათლეს ობიექტის სახეზე გავზომავ და არა მთლიან კადრში სხვა სინათლეებისთვის.
Spot metering - ყველაზე ხშირად ამ რეჟიმს ვიყენებ რადგან შემიძლია ზუსტად გავზომო ამ რეჟიმით სინათლე კადრის პატარა ფართობზე, გამოსადეგია როდესაც შენი ობიექტი კადრში ძალიან მცირე ზომისაა.
Spot metering - ყველაზე ხშირად ამ რეჟიმს ვიყენებ რადგან შემიძლია ზუსტად გავზომო ამ რეჟიმით სინათლე კადრის პატარა ფართობზე, გამოსადეგია როდესაც შენი ობიექტი კადრში ძალიან მცირე ზომისაა.
სურათები აღებულია http://photographylife.com-დან.