Sunday, April 28, 2013

აუტოფოკუსის რეჟიმები



Nikon

ამ პოსტში განვიხილავთ ფოკუსის რეჟიმებს და რომელი რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიკონში. კერძოდ ნიკონ დ3200-ში ამ ფუნქციაში შეიძლება შევიდეთ ასე info/!>!>Focus mode



AF-A ავტომატურად ცვლის რეჟიმებს AF-S და AF-C-ს შორის, ამას არასდროს არ ვიყენებ მირჩევნია მეთვითონ ავირჩიო რასაც ვაკეთებ და გაუგებრობაში არ მოვხვდე მოგვიანებით.

AF-S სურათის გადასაღებ ღილაკზე ნახევრად დაჭერისას ფოკუსი გასწორდება და ჩაიკეტება(და ისმის ხმა ფოკუსის გასწორების დასტურად), თუ ადგილს შევიცვლით ფოკუსი აღარ გასწორდება ავტომატურად და შედეგად მივიღებთ ბუნდოვან სურათს, ამიტომ ნაკლებად უნდა ვიმოძრაოთ, ამ რეჟიმში შეიძლება აირჩიო ორი AF-area mode, პირველია single point როდესაც ერთ ფოკუსის წერტილს ავირჩევთ და იქ გასწორდება ფოკუსი, მეორეა auto-area AF, რომელიც ავტომატურად ირჩევს წერტილებს ფოკუსისთვის. ამ ფუნქციას არასდროს არ ვიყენებ რადგან კამერამ არ იცის რაზე მინდა მე ფოკუსირება.

AF-C სურათის გადასაღებ ღილაკზე ნახევრად დაჭერისას ფოკუსი სწორდება, მაგრამ საგნის მოძრაობასთან ერთად ფოკუსი დაიწყებს მის დევნას, ანუ გაუჩერებლად დაიწყებს ფოკუსირებას (ფოკუსის გასწორების დასტურის ხმა აღარ ისმის). პირველი ისევ single point სადაც ერთ ადგილას სწორდება ფოკუსი, მეორე dynamic area ამ რეჟიმში ერთხელ ფოკუსის გასწორების შემდეგ თუ საგანმა დატოვა ეს ფოკუსის წერტილი, კამერა ფოკუსირებას მოახდენს მის გარშემო მყოფი ფოკუსის წერტილების მიხედვით.
შემდეგ მოდის 3D tracking, ამ რეჟიმს არასდროს არ ვიყენებ იმიტომ რომ რასაც ვხედავ სულ არის ის რომ ფოკუსის წერტილები ალაგ-ალაგ ანთებს და ფოკუსს ვერ ვიჭერ.



Canon

One shot = AF-S
AI Servo = AF-C
AI Focus = AF-A