ობიექტივის გარჩევისას რათქმაუნდა პირველ რიგში ვიგებთ თუ რამდენ მილიმეტრიანია ლინზა, იგივე ფოკალური სიგრძე (განსაზღვრავს ობიექტივის ხედვის კუთხეს). ფოკალური სიგრძის მიხედვით ობიექტივები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
Wide-angle ფართო კუთხედ ითვლება 10-28მმ
Normal/Standard ნორმალურად თვლიან 35-50მმ
Telephoto ტელეფოტოა 85-300მმ
Super telephoto სუპერ ტელეფოტო 300-600მმ
მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის, შეხედეთ სურათს:
![]() |
წითლითაა აღნიშნული ნიკონის FX სენსორი, ლურჯით აღნიშნულია DX სენსორი. |
როგორც ხედავთ სრული ზომის სენსორთან შედარებით, პატარა ზომის სენსორს ხედვის უფრო მცირე კუთხე აქვს. მაგალითად თუ ნიკონის 50mm f/1.8G ლინზას (FX კამერისათვის) დავაყენებთ DX კამერაზე, მაშინ ჩვენ 50მმ-ის ნაცვლად გვექნება 75მმ-ის ტოლი ხედვა.
FX --> DX გადაყვანის დროს ვამრავლებთ 1.5ზე, მაგალითად FX 50mm = DX 75mm.
ქენონში ვამრავლებთ 1.6-ზე.
არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სრული სენსორისთვის განკუთვნილი ობიექტივის დაყენება მცირე ზომის სენსორზე, გვერდითი ეფექტი მხოლოდ ის იქნება, რომ გამოსახულება მოახლოებული იქნება, მაგრამ კარგი შედეგი არ გვექნება თუ პირიქით გავაკეთებთ, გვერდებთან შავი საზღვრები გაჩნდება რაც ობიექტივის შუშის დიამეტრის სიმცირით არის გამოწვეული.
თუმცა მაინც არის შესაძლებელი ამის გაკეთება, სრულ სენსორიან კამერებს აქვთ რეჟიმი რომლითაც გადავლენ მცირე ზომის გაფართოებაზე და ჩვეულებრივად იმუშავებენ, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, როდესაც კამერის სრულ პოტენციალს არ გამოიყენებ? თუ ამდენი ფული დახარჯე სრულ სენსორიანი კამერის საყიდლად, შესაბამისი ლინზების ყიდვაც არ უნდა გაგიჭირდეს.
Zoom და Prime ობიექტივები
Zoom არის ცვალებადი ფოკალური სიგრძის მქონე ობიექტივი, Prime კი უცვლელი ფოკალური სიგრძის მქონეა.
პრაიმ ლინზა როგორც წესი უფრო მაღალხარისხიანია ვიდრე ზუმ ლინზა, ასევე გაძლევთ საშუალებას სრული კონტროლი გქონდეთ დიაფრაგმაზე, ასევე პრაიმ ლინზა უფრო ფართო დიაფრაგმით ხასიათდება როგორიცაა f/1.2, f/1.4, f/1.8, რომლებიც ზუმ ობიექტივებში არ მოიპოვება (მხოლოდ ახლახანს გამოუშვა სიგმამ 18-35მმ f/1.8 ობიექტივი).
ზუმ ლინზის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო მოხერხებულია, თუ პრაიმ ლინზა გაქ და სხვა ფოკალური სიგრძე გინდა, უნდა მოხსნა ობიექტივი და სხვა დაუყენო, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
იაფასიან ზუმ ლინზებს ახასიათებთ ცვალებადი ზომის დიაფრაგმა - რაც უფრო მეტად მოაახლოვებთ, მით უფრო დაიხურება დიაფრაგმა.
იაფასიან ზუმ ლინზებს ახასიათებთ ცვალებადი ზომის დიაფრაგმა - რაც უფრო მეტად მოაახლოვებთ, მით უფრო დაიხურება დიაფრაგმა.
პ.ს. როგორც წესი "ობიექტივის სისწრაფეში" იგულისხმება ფართო დიაფრაგმა და არა ფოკუსის სიჩქარე.
Macro და fisheye ობიექტივები
Macro ობიექტივები არის სპეციალურად ახლოს გადაღებისათვის დამზადებული, მაკრო ლინზებს ვერ ნახავთ 50მმზე ფართოს და f/2.8-ზე უფრო ღია დიაფრაგმის (რადგან თქვენ ობიექტთან ახლოს იქნებით და პატარა მოძრაობაც კი ამოაგდებს ობიექტს ფოკუსიდან).
არის სხვა ხერხიც რომ ჩვეულებრივი ობიექტივი მაკრო ობიექტივად გამოიყენო - კამერაზე ობიექტივს პირიქით დააყენებ (არსებობს ადაპტერები), ასე გაკეთებისას გამოსახულება გაცილებით ახლოს მოდის.
Fisheye ობიექტივს აქვს ფართო კუთხიან ობიექტივზე ფართო ხედვის კუთხე, შეიძლება 180° და მეტიც.
Adapters და Converters
ადაპტერები საშუალებას გაძლევთ სხვა ბაიონეტის (ბაიონეტი ობიექტივის ბოლო ნაწილი, რითიც უნდა ჩაჯდეს ფოტოაპარატში) მქონე ფოტოაპარატის ობიექტივი დაუყენოთ თქვენს ფოტოაპარატს, ხშირად ამ დროს იკარგება ობიექტივის ელექტრონული ფუნქციები და ფოკუსი მექანიკურად უნდა გაასწოროთ, მაგრამ არის სხვა ადაპტერებიც (რომლებიც უფრო ძვირია), რომლებსაც შეუძლიათ ელექტრონული ფუნქციების ამუშავებაც.
ხშირია კითხვა ქენონის ობიექტივი დაყენდება თუ არა ნიკონზე - პასუხი უარყოფითია, რადგან ქენონის ბაიონეტის დიამეტრი უფრო ფართოა ნიკონისაზე და კიდევ სხვა განსხვავებებია ობიექტივების არქიტექტურაში.
ხშირია კითხვა ქენონის ობიექტივი დაყენდება თუ არა ნიკონზე - პასუხი უარყოფითია, რადგან ქენონის ბაიონეტის დიამეტრი უფრო ფართოა ნიკონისაზე და კიდევ სხვა განსხვავებებია ობიექტივების არქიტექტურაში.
კონვერტერები ყენდება ობიექტივსა და კამერას შორის და ზრდის ფოკალურ სიგრძეს ორჯერ ან მეტჯერ, ანუ საშუალებას გაძლევთ ობიექტი უფრო მოაახლოვოთ, მაგრამ საერთო ჯამში სურათის ხარისხი იკლებს.
დამახინჯება (Distortion)
Distortion როდესაც კადრში სწორი ხაზები მოხრილად ჩანს, განსაკუთრებით კადრის გვერდებთან, ეს ახასიათებთ ტელეფოტო და ფართო კუთხიან ობიექტივებს, თუმცა ტელეფოტოსთვის ამის გასწორება შემდგომი დამუშავებისათვის შეიძლება, ფართო კუთხიანისთვის კი ხშირად შეუძლებელია.
![]() |
Barrel distortion |
![]() |
Pin Cushion distortion |
სხვა ობიექტივის ცდომილებები
![]() |
Chromatic aberration |
Chromatic aberration - ქრომატული ცდომილობა დამოკიდებულია ობიექტივის ხარისხზე, თუ მცირეა ქრომატული ცდომილება, დამუშავებისას მარტივად შეიძლება გასწორება.