Sunday, April 21, 2013

კომპოზიცია: მესამედის წესი

რა არის მესამედის წესი?

მესამედის წესის მიხედვით, გადასაღები სცენა გონებაში უნდა დავყოთ 9 ტოლ ნაწილად, ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზის მეშვეობით და შემდეგ გადასაღები ობიექტი მოათავსოთ ხაზების გასწვრივ, ან ხაზების გადაკვეთის ადგილას. ამის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სურათის მთავარი ობიექტი ცენტრს მოვაშოროთ, რადგან სურათი უფრო ბუნებრივად და თვალისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, როდესაც მთავარი ობიექტი კადრის რომელიმე მხარეს არის მოხვედრილი.


მთავარი ელემენტები (ფარდული და ხეებს და მიწას შორის საზღვარი) მოთავსებულია ხაზის
გასწვრივ და მათი გადაკვეთის წერტილას.


როგორ გამოვიყენოთ მესამედის წესი?







ფოტოს გადაღებისას გონებაში დაყავით კადრი ისე,როგორც ზემოთ ავღწერე, შემდეგ დაადგინეთ რომელი ობიექტი გინდათ სურათის მთავარ წერტილად და მოათავსეც ეს ობიექტი ახლოს ან ზუსტად ხაზებზე ან მათი გადაკვეთის ადგილზე. ეს ასევე გაიძულებთ, რომ იმოძრაოთ და იფიქროთ კომპოზიციაზე, ფოტოს გადაღებაზე, ამ ჩვევის გამომუშავება კარგია, მიუხედავათ იმისა, იყენებთ თუ არა მესამედის წესს.

ზოგ ფოტოაპარატს აქვს ფუნქცია, რომ გაჩვენოთ მესამედის "გისოსები" პირდაპირ თქვენს სურათზე.


მაგალითები


პეიზაჟებში სცენის ჰორიზონტს ხშირად სურათის ცენტრში ვათავსებთ, მაგრამ ეს ხშირად სურათის ორად გაყოფის შეგრძნებას გვაძლევს. ასე, რომ მოათავსეთ ის რომელიმე მესამედის ჰორიზონტალურ ხაზთან.
შეგიძლიათ ასევე პეიზაჟში მოაქციოთ სხვა საინტერესო ობიექტიც, მაგალითად ხე და მისი პოზიციაც მესამედი წესის მიხედვით განსაზღვროთ.

Add caption



პორტრეტში კარგი აზრია, რომ ადამიანი მოათავსოთ კადრის რომელიმე შორეული მხარისკენ. ეს მოგვცემს ერთგვარ "სასუნთქ" ადგილს და აჩვენებს ობიექტის გარემოებას.
როგორც წესი სურათზე ჩვენი თვალები "გარბიან" ადამიანების თვალებისკენ, ამიტომ მოათავსეთ ობიექტის თვალები ერთ-ერთ გადაკვეთის წერტილთან, რომ მისცეთ სურათს გამოკვეთილი ფოკალური/მთავარი წერტილი.





აქ პეპელა მდებარეობს ორ გადაკვეთის წერტილზე და ერთ ვერტიკალურ ხაზზე. ცარიელი სივრცე მარჯვენა ქვედა მხარეს წარმოადგენს ბალანსს და ხელს უშლის სურათის ზედმეტად გადატვირთვაში.





ვერტიკალური ობიექტები, ჰორიზონტის მსგავსად, სურათს შუაზე ყოფენ, ამითომ ისინიც მოაშორეთ კადრის ცენტრს.





მოძრავი ობიექტების გადაღებისას ყურადღება მიაქციეთ რომელ მხარეს მოძრაობს ობიექტი. როგორც წესი, შენ უნდა ეცადო, რომ ობიექტის წინ მეტი ადგილი დატოვო ვიდრე უკან, რომ აჩვენოთ საით მოძრაობს ობიექტი.




წესის დარღვევა

ხშირად ფოტოგრაფიაში წესები ყველა სიტუაციას არ ერგება და ზოგჯერ მათმა დარღვევამ შეიძლება უკეთესი შედეგი მოგვცეს. ფოტოგრაფიის წესები არის ისეთი წესები, რომლის დარღვევაც უნდა სცადო, უნდა ჩაატარო ექსპერიმენტები, თუ მხოლოდ წესებს მიჰყევით შორს ვერ წახვალთ.
მაგრამ სანამ დაარღვევდეთ მესამედის წესს, ჯერ შეისწავლეთ ის, ასე თქვენ შეძლებთ დარწმუნდეთ იმაში მოგცემთ თუ არა ამ წესის დარღვევა უკეთეს კომპოზიციას!


სტატიის და სურათების წყარო: www.photographymad.com