ინტერნეტში ხშირად გინახავთ ალბათ ასეთი სურათები:
აი ახლა მე გასწავლი როგორ გავაკეთოთ ამის მსგავსი სურათები.
ბევრი პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირდება რძიანი გზის გადაღებაში, იყენებს მრავალ ძვირადღირებულ ტექნიკას (მაგ.: ელ. შტატივს, რომელიც ვარსკვლავების ბრუნვას მიყვება), შემდეგ იღებენ რამოდენიმე ფოტოს და ამ ფოტოების შეჯამებით გამოდის მსგავსი სურათი. ეს რათქმაუნდა ძალიან რთულად ჟღერს, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ზედმეტი აპარატურის გარეშე გააკეთოთ ასეთი სურათები.
დავიწყოთ აღჭურვილობით
აღჭურვილობა
ჯერ პირველ რიგში გვჭირდება კამერა, პროფესიონალი, ან ისეთი რომელსაც შეუძლია გააკეთოს გრძელი ექსპოზიცია (Long exposure).
გვჭირდება მყარი შტატივი, ასეთი სურათების გადაღებისას ჩვენ ჩამკეტი მინიმუმ 30 წამის განმავლობაში უნდა გავხსნათ, ამ ხნის განმავლობაში კი შეუძლებელია რომ კამერა გაუნძრევლად დავიჭიროთ.
შემდეგ გვჭირდება დისტანციური ჩამკეტის ღილაკი, რადგან უშუალოდ კამერასთან შეხებით ჩვენ მის გამოძრავებას გამოვიწვევთ, რაც არ გვინდა. მაგრამ თუ არ გაქვთ ეს, არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ კამერა დააყენოთ ტაიმერზე, მაგალითად 2 წამზე, ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ მოვშორდებით კამერას და ისე გადავიღებთ სურათს, შედეგად კამერაც არ გაინძრევა. მაგრამ ასეთ მეთოდს ყოველთვის ვერ გამოვიყენებთ, უმეტეს ფოტოაპარატების ექსპოზიციის მაქსიმალური დრო 30 წამია, თუ ჩვენ გვინდა ამაზე მეტ ხანს გადავიღოთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება დისტანციური ჩამკეტის ღილაკი.
პარამეტრები
მოგიყვანთ ჩემს მაგალითზე თუ რა პარამეტრებს გამოვიყენებ მე:
კამერა: Nikon D3200
დიაფრაგმა
|
ფოკალური სიგრძე
|
ჩამკეტის ხანგრძლივობა*
|
ISO*
|
f/1.8*
|
35mm/50mm
|
<30 sec
|
მაქს. 1600
|
f/3.5
|
18mm
|
<120 sec
|
მაქს. 1600
|
ISO* - რაც შეიძლება მაქსიმალურად მაღალი დააყენეთ ისე რომ მაქსიმალურად დაბალი ხმაური მიიღოთ, დამოკიდებულია კამერაზე.
ჩამკეტის ხანგრძლივობა* - ჩემკეტის ხანგრძლივობა პირველ შემთხვევაში შემიძლია
30 წამზე მეტიც დავაყენო მაგრამ, დიდ ფოკალურ სიგრძეზე ვარსკვლავები კვალს
დატოვებენ უფრო სწრაფად დედამიწის ბრუნვის გამო, ხოლო ფართო კუთხიან ლინზაზე კი
შეგვიძლია გავზარდოთ ეს დრო რადგან ვარსკვლავები კვალს იმდენად აღარ დატოვებენ.
f/1.8*-ზე ხშირად ქრომატული აბერაცია ჩანს თუ ეს დიაფრაგმისთვის მაქსიმალურია.
VR/IS - გამორთეთ ოპტიკური სტაბილიზაცია, ეს ფუნქცია არ დაგჭირდებათ რადგან შტატივზე გექნებათ კამერა, თან ენერგიასაც დაზოგავთ.
RAW - აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე
გადაიღეთ ამ რეჟიმში, რადგან დამუშავების მეტი შესაძლებლობა აქვს ჩვეულებრივი JPEG
რეჟიმისგან და არც ხარისხს კარგავს დამუშავებისას.
ექსპოზიცია რაც უფრო გრძელია, მით უფრო მეტად თბილდება სენსორი, რაც = მეტი ხმაურის.
ფოკუსირება
ობიექტივი დააყენეთ მექანიკურ ფოკუსზე და შემდეგ ფოკუსი გაასწორეთ უსასრულობაზე.
თუ ვერ ახერხებთ ამას, მაგალითად ნიკონის 18-55მმ ლინზაზე, მაშინ აუტოფოკუსს ჩავრთავთ და გავაკეთებთ ფოკუსირებას რაც შეიძლება შორ საგანზე, ფოკუსის გასწორების შემდეგ გამორთეთ აუტოფოკუსი რომ კამერამ ახლიდან აღარ დაიწყოს ფოკუსირება ღილაკზე თითის დაჭერისას.
სინათლის ზომვის რეჟიმი (Metering Mode)
სიმართლე გითხრათ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ღამით ცა ისეთი ბნელია, ექსპონომეტრი სინათლის ნაკლებობის მეტს მაინც არაფერს გიჩვენებთ, ექსპოზიციას კი ზეპირად ვასწორებ.
გადაიღეთ სატესტო სურათები
აუწიეთ ISO მაქსიმუმამდე და გადაიღეთ სატესტო სურათები კომპოზიციის შესარჩევად. მიუხედავად იმისა, რომ სურათები ცუდი ხარისხის გამოვა, ამით თქვენ დაზოგავთ დროს, 30 წამიანი ექსპოზიციის მაგივრად გადაიღებთ 1-2 წამიანს. გაითვალისწინეთ, რომ გრძელი ექსპოზიციისას ფოტოაპარატი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ვიდრე მოკლე ექსპოზიციაზე.
კომპოზიცია
ეცადეთ კადრში რაიმე საინტერესო ობიექტი მოაქციოთ, მაგალითად თუ ბუნებაში ხართ შეიძლება ხეები, ან ტბა, ან რაიმე კლდე. ასევე ლამაზი გამოვა სინათლით ხატვა, ანუ როდესაც სურათის გადაღებას დავიწყებთ მივანათებთ ფარნით იმ ობიექტს რისი განათებაც გვინდა რამოდენიმე წამის განმავლობაში და მივიღებთ ერთ ლამაზად და რბილად განათებულ ობიექტს.
ადგილმდებარეობის შერჩევა
ადგილი რაც შეიძლება ნაკლებად განათებული უნდა იყოს, და რაც შეიძლება შორს ქალაქის სინათლეებისგან, რადგან ქალაქიდან წამოსული სინათლე ჩანს გრძელ ექსპოზიციებში და არც ისე კარგად გამოიყურება.
დროის შერჩევა
Windos/mac/linux/ubuntu
|
|
Windows phone
|
|
Adndroid
|
ამ პროგრამების გამოყენებას კი შემდგომ გასწავლით ვიდეო გაკვეთილში.
შემდეგ გვჭირდება ზუსტი ამინდის ცოდნა და იქნება თუ არა ღრუბლიანი ის ადგილი სადაც უნდა გადავიღოთ. მე მაგალითად ქართულ საიტებს არ ვენდობი და ვიყენებ ან weather.com ან კიდევ accuweather.com
საუკეთესო დრო რძიანი გზის გადასაღებად იწყება დაახლოებით გაზაფხულზე და მთავრდება ზაფხულისკენ. ყველაზე ცუდი დრო გადასაღებად ზამთარია.
ასევე დააკვირდით ამოვა თუარა მთვარე იმ დროს როდესაც თქვენ დააპირებთ ფოტოების გადაღებას (ამას მოცემული პროგრამების საშუალებით მოახერხებთ), მთვარის სინათლე ხელს შეგიშლით ამაში.
შემდეგ გვჭირდება ზუსტი ამინდის ცოდნა და იქნება თუ არა ღრუბლიანი ის ადგილი სადაც უნდა გადავიღოთ. მე მაგალითად ქართულ საიტებს არ ვენდობი და ვიყენებ ან weather.com ან კიდევ accuweather.com
საუკეთესო დრო რძიანი გზის გადასაღებად იწყება დაახლოებით გაზაფხულზე და მთავრდება ზაფხულისკენ. ყველაზე ცუდი დრო გადასაღებად ზამთარია.
ასევე დააკვირდით ამოვა თუარა მთვარე იმ დროს როდესაც თქვენ დააპირებთ ფოტოების გადაღებას (ამას მოცემული პროგრამების საშუალებით მოახერხებთ), მთვარის სინათლე ხელს შეგიშლით ამაში.