Sunday, April 14, 2013

RAW vs JPEG რომელ რეჟიმში გადავიღოთ?


ჯერ კიდევ მიდის დავა იმაზე თუ რომელი რეჟიმი ჯობია სურათის გადასაღებად, RAW თუ JPEG. ზოგს არ მიაჩნია ის ადამიანი პროფესიონალად, რომელიც იღებს RAW რეჟიმში და მოგვიანებით კომპიუტერში ახდენს ამ სურათის დამუშავებას, და მიაჩნიათ რომ ფოტოგრაფმა ერთი გადაღებით უნდა მიიღოს შედეგი ფოტოაპარატშივე და კომპიუტერში აღარ დაამუშაოს. მაგრამ ეს არასწორი ცნებაა, ხომ არ გავიწყდებათ რისთვის იყენებდნენ ფირიანი ფოტოაპარატების ეპოქაში "ბნელ ოთახს"? აქ ისინი თავიანთ გადაღებულ სურათებს ამუშავებდნენ ოღონდ ახლანდელი დროისგან განსხვავებით დასამუშავებლად კომპიუტერს არ იყენებდნენ. მეც რათქმაუნდა მირჩევნია გადავიღო RAW რეჟიმში რადგან სურათის დამუშავების უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ამასთანავე სურათის ხარისხი ნაკლებად იკლებს.
ახლა კი გავაკეთებ პატარა ცხრილს სადაც იქნება დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ ორი რეჟიმის.




RAW

  • გჭირდება კომპიუტერული პროგრამა მის დასამუშავებლად.
  • არაკომპრესირებული, JPEG-ისგან განსხვავებით, ეს იმას ნიშნავს რომ ხარისხი არ მცირდება.
  • შეიცავს კამერის სენსორისგან მოწოდებულ სრულ ინფორმაციას.
  • უფრო მაღალი გაბნევის დიაპაზონი (შეუძლია უკეთ აჩვენოს ჩრდილები და განათებული წერტილები)
  • დიდი ზომის ფაილი (8MP კამერა უხეშად ~8MB  Raw ფაილი გამოვა)
  • დაბალი კონტრასტი (რათქმაუნდა დამუშავებისას სწორდება ეს)
  • ისეთივე მკვეთრი არაა როგორც JPEG (ისევ დამუშავებისას შეიძლება გასწორბა, პლიუსი ისაა, რომ სიმკვეთრის მომატება JPEG-ზე კამერაშივე ხდება, ეს კი ხარისხზე საგრძნობლად მოქმედებს)
  • პირდაპირ ამობეჭდვა დამუშავების გარეშე არ არის რეკომენდირებული.

JPEG

  • სტანდარტული სურათის ფორმატი, ყველანაირი სურათისთვის განკუთვნილი პროგრამა კითხულობს მას.
  • დაკომპრესირებული (ხარისხი დაკლებულია)
  • ზომაში პატარა (8MP ~ 1-3 MB JPEG ფაილი)
  • დაბალი გაბნევის დიაპაზონი (რაც მკვეთრ ჩრდილშია ან ძალიან განათებული, იმ დეტალების დაბრუნება შეუძლებელია)
  • მაღალი კონტრასტი
  • უფრო მკვეთრი
  • შეიძლება პირდაპირ ამობეჭდვა, გაზიარება, ან ინტერნეტში დაპოსტვა.
  • JPEG ფაილის რედაქტირებისას ყოველთვის იკარგება ხარისხი, თუნდაც ეს სურათის ამობრუნება იყოს.
  • კამერაშივე დამუშავებული.

როგორც ვხედავთ JPEG რეჟიმში სურათი დამუშავებისას ძალიან დიდ ხარისხს კარგავს, ასევე არ აქვს შესაძლებლობა ისე დამუშავდეს როგორც შეიძლება RAW რეჟიმში.