![]() |
Focal length: 18mm; Aperture: f/13; Shutter speed: 27sec; ISO: 100; |
შეიძლება იფიქროთ, მაგას რაუნდაო, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. ელვას სურათს ასე მარტივად ვერ გადაუღებთ, ელვა როგორც ვიცით წამიერი ნათებაა, ამიტომ შეუძლებელია რეაქცია დროულად მოვახდინოთ და სურათი გადავიღოთ. ასევე თუ ცალკ-ცალკე დავიწყებთ სურათების გადაღებას, მრავალ კარგ ელვასაც გამოვტოვებთ.
უნდა:
- გავაკეთოთ გრძელი ექსპოზიცია, მაგრამ ფიქსირებული დროის არჩევით არა.
- დავაყენოთ ფოტოაპარატი bulb რეჟიმზე - ჩამკეტი იმდენხანს იქნება ღია სანამ ღილაკს არ ავუშვებთ თითს.
- ჩავკეტოთ დიაფრაგმა დაახლოებით f/8-f/16-მდე დღისით. გააჩნია განათებას, დიაფრაგმა ჩაკეტეთ იქამდე რომ 30 წამიანი ექსპოზიციის გაკეთება მაინც შეგეძლოთ ისე რომ ექსპოზიცია ზედმეტი არ იყოს.
- გქონდეთ შტატივი.
- საჭიროა დისტანციური ჩამკეტის ღილაკი. ტაიმერის ჩართვას სურათის გადასაღებად აზრი არ აქ, რადგან ჩვენი სურვილისამებრ უნდა დავტოვოთ ჩამკეტი ღია და ღილაკზე თითის დაჭერა მაინც მოგვიწევს, ამით კი შეიძლება კამერა გავამოძრაოთ.
- ფოკუსი უსასრულობაზე გაასწორეთ, თუ ვერ ახერხებთ ამას ხელით, მაშინ შორს მყოფ საგანზე გაასწორეთ ფოკუსი.
- კომპოზიციაში მოახვედრეთ მაინც რაიმე საინტერესო
- როდესაც დააჭერთ ჩამკეტის ღილაკს თითს, დაელოდეთ სანამ არ გაიელვებს, გაელვების შემდეგ შეგიძლიათ აუშვათ თითი და შედეგი სახეზე გექნებათ, ან შეგიძლიათ კიდევ უფრო დიდხანს დატოვოთ ღია და რამოდენიმე ელვა მოახვედროთ კადრში.
მიმართულების შერჩევისას აირჩიეთ ღრუბლის ის ნაწილი სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ელვა.
აუცილებლად გამოიყენეთ ფართო კუთხიანი ლინზა.
უსაფრთხოება:
არ დაივიწყოთ მარტივი უსაფრთხოების წესები, გახსოვდეთ, არცერთი სურათი არ ღირს თქვენს სიცოცხლედ, ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. (ძირითადი რჩევები ბუნებაში გადაღებისთვის არის)
- ღია ცის ქვეშ არ დადგეთ ელვის გადასაღებად, როდესაც თავზე გაწვიმთ ან თქვენს ზემოთ თუნდაც მცირე ღრუბლები იყოს. ამ დროს ყველაზე უსაფრთხოა მანქანის ფანჯრიდან გადაღება.
- არ დადგეთ რაიმე მაღალ ნაგებობასთან ან ხესთან.
- როგორც ვიცით სინათლე ბგერაზე უფრო სწრაფად გადაადგილდება. როგორც წესი ელვისას ჯერ ელვას დაინახავთ, დაგვიანებით კი ხმას, ან თუ შორსაა ელვა შეიძლება საერთოდ ვერც გაიგონოთ. როდესაც იკლებს დროის სხვაობა ელვასა და გაგონილ ხმას შორის, ეს იმას ნიშნას რომ ელვა გიახლოვდებათ და სჯობს ამ ადგილს მოვშორდეთ.
- ზოგი ამბობს, რომ თუ სქელი რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი გეცმება და მეტალის შტატივი არ გექნება უსაფრთხოდ იქნებიო, მაგრამ ეს არასწორია, ელვა იმდენად ძლიერია რომ ეს ნამდვილად ვერ შეაჩერებს.
სულ ეს იყო! უსაფრთხოების წესებზე მაინცდამაინც არ შეშინდეთ სანამ რაიმე შენობაში ხართ, რადგან შენობა უფრო დაგიცავთ. იმედია მოგეწონათ ეს ჩემი პოსტი და გამოგადგათ. Happy shooting!
პოსტების განახლებების სწრაფი მიღებისათვის შეგიძლიათ დაალაიქოთ გვერდი ფეისბუქზე!
დამატებითი კითხვებისათვის მომმართეთ ფეისბუქის გვერდზე ან დაბლა კომენტარებში.