Depth Of Field (ან შემოკლებულად DOF, ქართულად - ფოკუსის სიღრმე)
DOF ეს არის სივრცე ფოტოაპარატის სენსორიდან დაშორებით რა ადგილასაც არის გამოსახულება ყველაზე მკვეთრი.
ფოკუსის სიღრმის სიდიდე დამოკიდებულია დიაფრაგმაზე, რაც უფრო დახურულია დიაფრაგმა მით მეტია სივრცე სადაც საგანი მკვეთრია - ეს იმას ნიშნავს რომ ფოკუსში უფრო მეტი დეტალი იქნება. ხოლო რაც უფრო გავხსნით დიაფრაგმას მით უფრო პატარა ხდება ეს DOF და ნაკლები დეტალია ფოკუსში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი გადასაღები ობიექტის უკან სივრცე უფრო ბუნდოვანი იქნება. ფოკუსის სიღრმე ასევე დამოკიდებულია ფოკალურ სიგრძეზე.
ამ ტერმინის ზუსტი თარგმანი ქართულად არ არის ამიტომ როგორც წესი ვეძახით ხოლმე ექსპოზიციას.Exposure
ექსპოზიცია არის იმ სინათლის რაოდენობა, რომელიც ეცემა ფოტოაპარატის სენსორს ფოტოს გადაღების მომენტში ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ექსპოზიცია არის სურათზე სინათლის რაოდენობა. როდესაც ამბობენ Long Exposure-ს ეს იმას ნიშნავს რომ ჩამკეტი დიდხანს იყო ღია, Short exposure შესაბამისად საპირისპიროს ნიშნავს.
ასევე ამბობენ ხოლმე underexposed (არასაკმარისი ექსპოზიცია) ანუ სინათლე არასაკმარისია სურათზე და overexposed (გადაჭარბებული ექსპოზიცია) ანუ სურათზე სინათე გადაჭარბებულია.
Focal Length
ფოკალური სიგრძე, ამით იზომება თუ რამდენად მოაახლოვებს ლინზა ობიექტს, ანუ ხედვის რამხელა კუთხე აქვს ობიექტივს. მაგალითად 14მმ ფოკალური სიგრძე არის ფართო კუთხიანი ლინზა, რაც ნიშნავს იმას რომ კადრში ბევრი რამ ჩაეტევა, ხოლო 50მმ აქ უკვე ობიექტი მოაახლოვა და შედარებით ნაკლები კუთხით ხედავს ლინზა.
![]() |
პირველი სურათი 28მმ-ით არის გადაღებული, მეორე 210მმ-ით. |
Exif
Exif/Exif data/Exif info სურათის პარამეტრებში დატანებული ინფორმაცია რაშიცაა ჩაწერილი ფოტოაპარატის მონაცემები და გადაღებისას გამოყენებული პარამეტრები: კამერის მოდელი, ლინზის ფოკალური სიგრძე, ლინზის მოდელი და ა.შ.