Sunday, March 3, 2013

მექანიკური რეჟიმები ფოტოაპარატებში

ამ პოსტში აგიღწერთ თუ რა მექანიკური რეჟიმები აქვთ ნიკონს და ქენონს, დავიწყოთ ნიკონით.

ნიკონი


მექანიკური რეჟიმები ნიკონის კამერებზე აღნიშნულია P, S, A და M ასოებით.

P (Programmed auto) რეჟიმი არის ფაქტიურად ავტო რეჟიმი, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ შეგიძლია აკონტროლო ISO. ამ რეჟიმში თუ ბორბალს მარჯვნივ დაატრიალებ მაშინ დიაფრაგმა იღება უფრო მეტად და ჩამკეტის სიჩქარე მცირდება, მარცხნივ დატრიალებისას კი შესაბამისად პირიქით.

S (Shutter Priority) ეს რეჟიმი თვითონ აყენებს დიაფრაგმას და ISO-ს, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო ჩამკეტის სისწრაფე.



A (Aperture Priority) აქ კი შეგიძლია დიაფრაგმა აკონტროლო, ხოლო ჩამკეტის სისწრაფე და ISO ავტომატურად კონტროლდება. გამოსადეგია მაგალითად ქუჩის ფოტოგრაფიისათვის, როდესაც დააყენებ შენთვის სასურველ დიაფრაგმას და დანარჩენს  თვითონ კამერა გააკეთებს, ქუჩის ფოტოგრაფიისას დრო არ გექნება პარამეტრების გასწორების, სწრაფად უნდა იმოქმედო.

M (Manual) რეჟიმი, ეს რეჟიმი საშუალებას გვაძლევს სრული კონტროლი მოვიპოვოთ კამერაზე, ვაკონტროლოთ ჩამკეტის სიჩქარეც, დიაფრაგმაც და ISO-ც.




ქენონი

 

P (Program AE) იგივეა რაც ნიკონის P რეჟიმი.
Tv (Shutter-priority AE)=S
Av (Aperture-priority)=A
M (Manual exposure)=M