მენიუში შესასვლელად ფოტოაპარატის ეკრანის მარჯვენა მხარეს ვაწვებით ღილაკ MENU-ს. გაითვალისწინეთ რომ ყველა ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი ყველა რეჟიმში, ამიტომ მე ვაკეთებ ამ განხილვას მექანიკური რეჟიმის მიხედვით.
აქ უბრალოდ განვიხილავ რა პარამეტრებს ვიყენებ მე და გეტყვით ჩემს აზრს.
Playback Menu
ამ მენიუს მე ძირითადად არ ვიყენებ, ამიტომ აგიხსნით მოკლედ რა ხდება აქ.Delete: გეძლევათ სამი არჩევანი 1. წაშალოთ მონიშნული სურათები (აქ სურათის დასაშორებელი ღილაკით ინიშნება სურათები). 2. წაშალოთ სურათები დროის მიხედვით. 3. ყველა სურათის წაშლა.
Playback folder - შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფოლდერის ფაილები აჩვენოს გალერეაში.
Playback display options - აქ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ როგორი სახით გაჩვენებს სურათებს გალერეაში. გეძლევა ორი არჩევანი. 1. Additional photo info - აქ მე არჩეული მაქვს None და Overview ანუ რომ მაჩვენოს მხოლოდ სურათი და ნავიგაციის ღილაკებზე ზემოთა ან ქვემოთა მიმართულებით დაჭერისას იცვლება ეს ორი რეჟიმი.
2. Transistion effects მე პირადად გამორთული მაქვს რადგან ბატარეას უფრო მეტად გამოიყენებს და არც არის საჭირო ზედმეტი ანიმაციები კამერაში ჩემი აზრით.
Image review - გაჩვენებს გადაღებულ სურათს დაუყოვნებლივ.
Rotate tall - ამოაბრუნებს სიმაღლეზე გადაღებულ სურათებს.
Shooting Menu
Set Picture Control: ამას მე ძირითადად სტანდარტულ რეჟიმს ვიყენებ, გარდა ვიდეოსი. შეგიძლიათ ასევე ეს რეჟიმები თქვენთვითონვე შეცვალოთ და თქვენს თავს მოარგოთ.
Image Quality: მე რათქმაუნდა ვიღებ RAW რეჟიმში, მაგრამ დამწყებებისთვის არ არის აუცილებელი ამის გაკეთება, სანამ არ გაიგებთ რა არის ეს რეჟიმი და რა პლიუსები აქვს ჩვეულებრივ Jpeg სურათთან შედარებით, ამაზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ.
White Balance: ავტომატურ რეჟიმში მაქვს რადგან ამის შეცვლა მოგვიანებითაც შემიძლია კომპიუტერში დამუშავებისას.
ISO sensitivity settings: აქ Auto ISO sensitivity control გამორთული მაქვს და მეთვითონ ხელით ვაკონტროლებ. არ არის აუცილებელი ISO აქედან აირჩიო, ამისათვის შეგიძლია გამოიყენო Fn ღილაკი+ბორბალი.
Active D-Lightning: ეს ფუნქცია დეტალების უკეთესად გამოჩენას უზრუნველყოფს კადრში - გადათეთრებულ და დაბნელებულ ადგილებში, არასოდეს არ ვიყენებ ამას რადგან ეს სიკაშკაშის დონეს ცვლის, მეკი მინდა ზუსტად ის შედეგი მივიღო რაც ხელით დავაყენე.
Auto distortion control: ეს ფუნქცია ლინზის მიერ დამახინჯებულ სურათს ასწორებს, მაგ. სურათი ამობურცულია, ან ფართო კუთხიან ლინზაში სწორი ხაზები მოღუნული. ეს ფუნქცია გამორთული მაქვს ხოლმე რადგან ამას კომპიუტერში დამუშავებისას ვასწორებ ხოლმე.
Color space: აქ მიყენია sRGB რადგან ფერებით უფრო მრავალფეროვანია ვიდრე Adobe RGB.
Noise reduction: ჩართული მაქვს, ამცირებს ციფრული ხმაურის რაოდენობას სურათში.
AF-area mode: ეს დატოვეთ როგრც არის, ჩახლართულია და მოგვიანებით ცალკე განვიხილავ.
Built-in AF-assist illuminator: როდესაც აპარატს უჭირს ფოკუსირება სიბნელეში, წინა მხარეს მყოფი ნათურა ინთება რომ მოახერხოს კამერამ ფოკუსირება. მე გამორთული მაქვს იმიტომ, რომ ყურადღებას იქცევს ეს შუქი.
Metering: ესეც დატოვეთ როგორც არის და მოგვიანებით განვიხილავთ.
Movie settings: 1. Frame size/frame rate აქ ირჩევ ვიდეოს გაფართოებასა და რამდენი კადრი წამით გადაიღებს ვიდეოს, მე მიყენია 1080პ 30ფპს. 2. ხარისხი რათქმაუნდა მუდმივად უმაღლესზე მიყენია. 3. მიკროფონი ავტომატურზე. 4. Manual movie settings ამას თუ ჩართავთ live view რეჟიმში ვიდეოს გადაღებისას შეგიძლიათ აკონტროლოთ ჩამკეტის სიჩქარე (ეს მაინც მოქმედებს ვიდეოს გადაღებაზე) და ISO, დიაფრაგმის შეცვლა ისევ შეუძლებელია აქ, ვიდეოები-ამ საკითხს კიდევ მოვუბრუნდებით და დეტალურად განვიხილავთ.
Flash cntrl for built-in flash: ინტეგრირებული განათების კონტროლი, შეგიძლიათ თქვენთვითონ აირჩიოთ ხელით განათების სიძლიერე ან ავტომატურზე დააყენოთ ანუ TTL-ზე.
Setup menu
Monitor Brightness: როგორც წესი 0-ზე მაქვს დაყენებული.
Info display format: აქ კლასიკური ჩვენება მაქვს არჩეული რადგან ნაკლებად არის ანიმაციები და სათამაშოს არ გავს გრაფიკული ჩვენებისგან განსხვავებით.
Auto info display: როგორცვე თითს აუშვებ გადასაღებ ღილაკს მაშინვე ინთება ეკრანი და აჩვენებს ექსპოზიციის პარამეტრებს. გამორთული მაქვს რადგან ხელის შემშლელია.
Clean image sensor: ეს არის პარამეტრი სენსორის გასაწმენდად, clean now-ს აირჩევთ პატარა წუილს გაიგებთ და სენსორი გაწმენდილია - რათქმაუნდა დიდი ჭუჭყი არ მოშორდებოდა. რაც მთავარია გამორთეთ Clean at startup/shutdown, რადგან არ არის რეკომენდირებული ყოველ ჩართვა გამორთვაზე იწმინდოს სენსორი.
Lock mirror up for cleaning: ამ ფუნქციით შეგიძლიათ კამერას სარკე ააწევინოთ და ჩამკეტი გაახსნევინოთ რომ მექანიკურად გაწმინდოთ სენსორი. არ გაწმინდოთ სენსორი თქვენთვითონ, მითუმეტეს თითი არ დაადოთ მას, სანამ გაწმენდისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას არ გაეცნობით! სენსორის დაზიანება ძალიან ადვილია, მისი გამოცვლა კი ძვირი!
Video mode: NTSC-ზე მიყენია, ამას მოგვიანებით შევეხებით ვიდეოს განხილვასთან ერთად.
Flicker reduction: ავტომატურზე მაქვს დაყენებული.
File number sequence: ეს ჩართული მაქვს რადგან ყოველი მეხსიერების ბარათის გასუფთავების შემდეგ სურათების თვლა ახლიდან არ დაიწყოს.
Buttons: სწორედ აქ არის Fn ღილაკის ფუნქციის შესაცვლელი
Slot empty release lock: დაყენებული მაქვს lock-ზე, ანუ როდესაც მეხს. ბარათი არ დევს სურათის გადაღების საშუალებას არ მომცემს, სხვა შემთხვევაში შეიძლება უბარათოდ იღო სურათები და ცარიელზე დარჩე.
Print date: თარიღის დაბეჭდვა ზედ სურათზე, ეს გამორთული მაქვს რადგან სისულელეა ამის გაკეთება.
Storage folder: აქ აირჩევ რომელ ფოლდერში გინდა შეინახოს სურათები, შეგიძლია ახალიც გააკეთო.
Firmware version: როდესაც ფოტოაპარატის ოპერაციული სისტემის განახლება გამოვა, გადმოიწერ მას, შემდეგ ჩააგდებ პირდაპირ მეხსიერების ბარათში და არა რაიმე ფოლდერში, შემდეგ შეხვალ აქ და მოგცემს ახალი ვერსიის დაყენების საშუალებას.
Retouch Menu-ს არ შევეხები რადგან ტექსტი დიდი გამომივიდა და თან ყველანაირ სურათის დამუშავებას კომპიუტერში ვახდენ.