ეს არის ჩემი ფოტოგრაფიის შემსწავლელი ბლოგის პირველი პოსტი, რომლის საშუალებითაც გაიგებთ თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს ფოტოაპარატის ავტომატურ რეჟიმს.
იყიდე ახალი ფოტოაპარატი, იღებ სურათებს, სურათების გადაღების შემდეგ კი გადაგაქვს კომპიუტერში , მაგრამ იმედები გიცრუვდება - სურათები ისეთი არ გამოვიდა როგორსაც მოელოდი და ცდილობ გაარკვიო რაშია საქმე. ბევრს აღარ გაწვალებთ და გეტყვით, რომ მიზეზი არის ავტო რეჟიმი, რომელსაც როგორც წესი ყველა დამწყები იყენებს. ავტო რეჟიმი - ეს ნიშნავს, რომ ფოტოაპარატი ყველა პარამეტრს თვითონ ასწორებს, შენ მხოლოდ კომპოზიციის შერჩევა და გადასაღებათ თითის ღიაკზე დაჭერა გევალება. ძირითადად სურათები კარგი გამოდის, მაგრამ არა ყოველთვის. კამერა ყოველთვის ცდილობს სურათში სინათლე უნაკლოდ დააბალანსოს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გვჭირდება ან შეიძლება შეცდომით გააკეთოს, კამერამ ხომ არ იცის ჩვენ რას ვფიქრობთ?
მაგ. 1
ვუღებთ რაიმე ობიექტს სურათს, მაგრამ ამ ობიექტის უკან არის დიდი სინათლე, მაგალითად ცა. კამერა სინათლე შეიძლება გაზომოს სურათის კაშკაშა ნაწილისათვის და შეეცადოს რომ ცა სულ არ გადაათეთროს და კარგად გამოაჩინოს, ამის გამო კამერა სურათს აბნელებს. კიბატონო ცა გამოჩნდა კარგად მაგრამ ჩვენი ობიექტი? ჩვენი ობიექტი კი ჩაბნელებულია რადგან მას გაცილებით ნაკლები სინათლე აქვს ცასთან შედარებით, კამერამ კი სურათი იმდენად დააბნელა რომ ობიექტი ჩაბნელებულია.
მაგ. 2 ფოკუსი
ჩვეულებრივ კამერა ცდილობს ყველაფერი ფოკუსში მოაქციოს - მკვეთრი გახადოს ყველაფერი, მაგრამ იქნებ არ გინდა ყველაფერი მკვეთრი იყოს და გინდა მხოლოდ ერთ ადგილზე გააკეთო ფოკუსირება, ფოტოაპარატი კი ამას ვერ მიხვდება და ჯიუტად გააგრძელებს იგივეს.
მაგ.3
როგორც წესი ფოტოაპარატს აქვს ფუნქცია თვითონ განსაზღვროს რეჟიმი - პეიზაჟს იღებთ თუ პორტრეტს და შესაბამისად ცვლის რეჟიმებს, მაგრამ რათქმაუნდა არც ეს კამერის ფუნქცია არაა უნაკლო. მაგალითად სურათები უნდა გადაუღო პატარა ბავშვებს, რომლემიც გამუდმებით მოძრაობაში არიან, ხშირ შემთხვევაში სურათი მკვეთრი არ გამოდის - ჩამკეტის სისწრაფე არასაკმარისია იმისათვის, რომ ბავშვის მოძრაობა კადრში გაყინოს. კამერას აქვს სპორტის რეჟიმი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება კამერა რომ ამ რეჟიმზე გადავიდეს.
გამოსავალი ამ და სხვა მრავალი პრობლემისათვის რასაც ავტო რეჟიმი იწვევს ერთა - გადახვიდე მექანიკურ (manual) რეჟიმზე და ხელში აიღო შენი ფოტოაპარატის მართვის სადავეები.
ბლოგის შემდეგ პოსტებში იხილავთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და შეისწავლით ყველაფერი მექანიკური რეჟიმის შესახებ.
ამ პოსტში განვიხილე ავტომატური რეჟიმის ნაკლოვანებები, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ავტომატური რეჟიმები არ უნდა გამოიყენოთ და არც იმას ნიშნავს რომ თუ ვინმე ავტომატურ რეჟიმს იყენებს, ის პროფესიონალი არ არის.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ ფეისბუქის გვერდზე ან დაბლა კომენტარებში.