ამ პოსტში ჩამოვთვლი და განვმარტავ ფოტოაპარატის ძირითად ტერმინებს რომელიც ჩემს წინა პოსტში გამოვიყენე (მაგ.: ჩამკეტი).
სენსორი
 |
Nikon D40/D50/D70/D70s |
დავიწყოთ სენსორიდან (ზოგი მატრიცასაც ეძახის ქართულად, ინგლისურად Image Sensor ან უბრალოდ Sensor).
ეს არის მოწყობილობა რომელშიც აღწევს სინათლის სხივები, შეღწეული სინათლის სხივები კი ჩაიწერება როგორც წესი თანამედროვე ციფრულ აპარატურაში მეხსიერების ბარათში.
დაიმახსოვრეთ, სენსორის მეგაპიქსელს არ მიანიჭოთ მეტი პრიორიტეტი ვიდრე სენსორის ზომას.
ჩამკეტი (ინგლისურად Shutter)
ეს არის მოწყობილობა რომელიც არის სენსორის შემდეგ და განსაზღვრავს დროს თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეაღწევს სინათლე სენსორში.
მაგალითად, ავირჩიეთ ჩამკეტის დროდ 1/10 წამი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამკეტი გაიღება 1/10 წამის განმავლობაში, სენსორი ჩაიწერს ინფორმაციას, ამ დროის გასვლის შემდეგ კი ჩამკეტი ჩაიკეტება - აღარ შეუშვებს სინათლეს სენსორთან და შეწყდება ინფორმაციის ჩაწერაც.
 |
მარცხნივ გაღებულია ჩამკეტი, მარჯვნივ კი ჩაკეტილი |