Thursday, May 23, 2013

Metering Modes

განვიხილოთ წინა პოსტში ნახსენები Metering Modes რომლის განმარტებასაც დაგპირდით. ეს არის რეჟიმი რითიც შეგიძლიათ შეცვალოთ რეჟიმი თუ როგორ ზომავს კამერა სინათლეს. როგორც ვიცით სინათლის დონეს ვხედავთ ხოლმე ვიზირში (viewfinder):

მონიშნული ადგილზე საკორდინატო წრფეზე გამოისახება სინათლის რაოდენობა
სინათლის რაოდენობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ჩვენი ექსპოზიციის პარამეტრებზე, მაგ.: თუ 1/80 ჩამკეტზე სინათლეს გვიჩვენებს ნორმალურს, მაშინ 1 წამიან ჩამკეტზე პლიუსისკენ გადაიწევს მაჩვნებელი და გეტყვის რომ სინათლე ბევრია, თუ 1/200-მდე ავაჩქარებთ, ალბათ გეტყვით რომ ნაკლებია სინათლე. იგივენაირად იცვლება ISO/დიაფრაგმის შეცვლისას ექსპონომეტრის ჩვენება.

Sunday, April 28, 2013

აუტოფოკუსის რეჟიმები



Nikon

ამ პოსტში განვიხილავთ ფოკუსის რეჟიმებს და რომელი რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიკონში. კერძოდ ნიკონ დ3200-ში ამ ფუნქციაში შეიძლება შევიდეთ ასე info/!>!>Focus mode

Sunday, April 21, 2013

კომპოზიცია: მესამედის წესი

რა არის მესამედის წესი?

მესამედის წესის მიხედვით, გადასაღები სცენა გონებაში უნდა დავყოთ 9 ტოლ ნაწილად, ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზის მეშვეობით და შემდეგ გადასაღები ობიექტი მოათავსოთ ხაზების გასწვრივ, ან ხაზების გადაკვეთის ადგილას. ამის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სურათის მთავარი ობიექტი ცენტრს მოვაშოროთ, რადგან სურათი უფრო ბუნებრივად და თვალისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, როდესაც მთავარი ობიექტი კადრის რომელიმე მხარეს არის მოხვედრილი.


მთავარი ელემენტები (ფარდული და ხეებს და მიწას შორის საზღვარი) მოთავსებულია ხაზის
გასწვრივ და მათი გადაკვეთის წერტილას.


როგორ გამოვიყენოთ მესამედის წესი?




Sunday, April 14, 2013

RAW vs JPEG რომელ რეჟიმში გადავიღოთ?


ჯერ კიდევ მიდის დავა იმაზე თუ რომელი რეჟიმი ჯობია სურათის გადასაღებად, RAW თუ JPEG. ზოგს არ მიაჩნია ის ადამიანი პროფესიონალად, რომელიც იღებს RAW რეჟიმში და მოგვიანებით კომპიუტერში ახდენს ამ სურათის დამუშავებას, და მიაჩნიათ რომ ფოტოგრაფმა ერთი გადაღებით უნდა მიიღოს შედეგი ფოტოაპარატშივე და კომპიუტერში აღარ დაამუშაოს. მაგრამ ეს არასწორი ცნებაა, ხომ არ გავიწყდებათ რისთვის იყენებდნენ ფირიანი ფოტოაპარატების ეპოქაში "ბნელ ოთახს"? აქ ისინი თავიანთ გადაღებულ სურათებს ამუშავებდნენ ოღონდ ახლანდელი დროისგან განსხვავებით დასამუშავებლად კომპიუტერს არ იყენებდნენ. მეც რათქმაუნდა მირჩევნია გადავიღო RAW რეჟიმში რადგან სურათის დამუშავების უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ამასთანავე სურათის ხარისხი ნაკლებად იკლებს.
ახლა კი გავაკეთებ პატარა ცხრილს სადაც იქნება დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ ორი რეჟიმის.


Saturday, April 6, 2013

როგორ გადავიღოთ რძიანი გზა


ინტერნეტში ხშირად გინახავთ ალბათ ასეთი სურათები:

Milky Ways


აი ახლა მე გასწავლი როგორ გავაკეთოთ ამის მსგავსი სურათები.
ბევრი პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირდება რძიანი გზის გადაღებაში, იყენებს მრავალ ძვირადღირებულ ტექნიკას (მაგ.: ელ. შტატივს, რომელიც ვარსკვლავების ბრუნვას მიყვება), შემდეგ იღებენ რამოდენიმე ფოტოს და ამ ფოტოების შეჯამებით გამოდის მსგავსი სურათი. ეს რათქმაუნდა ძალიან რთულად ჟღერს, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ზედმეტი აპარატურის გარეშე გააკეთოთ ასეთი სურათები.
დავიწყოთ აღჭურვილობით


Sunday, March 31, 2013

როგორ გადავიღოთ ელვა!

გინახავთ ალბათ მრავალი სურათი ინტერნეტში, რომელზეც შთამბეჭდავად არის გამოსახული ელვა, შეიძლება რამოდენიმეც ერთად. ახლა კი მე გასწავლით როგორ გადავუღოთ ელვას სურათები.

DSC_2167-9
Focal length: 18mm; Aperture: f/13; Shutter speed: 27sec; ISO: 100;


შეიძლება იფიქროთ, მაგას რაუნდაო, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. ელვას სურათს ასე მარტივად ვერ გადაუღებთ, ელვა როგორც ვიცით წამიერი ნათებაა, ამიტომ შეუძლებელია რეაქცია დროულად მოვახდინოთ და სურათი გადავიღოთ. ასევე თუ ცალკ-ცალკე დავიწყებთ სურათების გადაღებას, მრავალ კარგ ელვასაც გამოვტოვებთ.


Sunday, March 24, 2013

ჩვენი კამერების უსაფრთხო გამოყენება


გვაქვს კარგი ფოტოაპარატები და ალბათ ვუფრთხილდებით კიდეც მათ, მაგრამ არის ბევრი რამ ფოტოაპარატის უსაფრთხოების შესახებ, რაც არასოდეს წარმოგვედგინა.
ამ პოსტში ჩამოვთვლი ზოგადი უსაფრთხოების რჩევებს:

  • საკიდები - აუცილებლად იხმარეთ საკიდები, ფოტოაპარატები საკმაოდ მგრძნობიარე მოწყობილობაა და საკიდები დამატებით დაზღვევას წარმოადგენენ დავარდნისგან.
  • ლინზის ხუფი - ყოველთვის დააფარეთ ლინზას ხუფი როდესაც კამერას არ იყენებთ. შეიძლება გადაგავიწყდეთ ლინზის შესახებ და რაიმეს მოხვდეს, რაც ლინზის დაზიანებას გამოიწვევს.
  • შეინახეთ ფოტოაპარატი მტვრისგან დაცულ ადგილას, მტვერს ადვილად შეუძლია შეაღწიოს კამერაში და მოხვდეს სენსორზე.
  • ლინზის გამოცვლისას კამერა დაბლა მიმართულებით დაიჭირეთ, ამით მტვრის ჩასვლა კამერაში შემცირდება.