Saturday, July 13, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია

ამ სტატიაში გაეცნობით ობიექტივების სახეებს, თვისებებს, რისთვის გამოიყენება ამა თუ იმ ტიპის ობიექტივები და დავყობთ მათ ჯგუფებად.




ობიექტივის გარჩევისას რათქმაუნდა პირველ რიგში ვიგებთ თუ რამდენ მილიმეტრიანია ლინზა, იგივე ფოკალური სიგრძე (განსაზღვრავს ობიექტივის ხედვის კუთხეს). ფოკალური სიგრძის მიხედვით ობიექტივები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

Wide-angle           ფართო კუთხედ ითვლება 10-28მმ
Normal/Standard  ნორმალურად თვლიან 35-50მმ
Telephoto             ტელეფოტოა 85-300მმ
Super telephoto    სუპერ ტელეფოტო 300-600მმ


Monday, June 17, 2013

სწორი ექსპოზიციის მიღება, "ექსპოზიციის სამკუთხედი"

საკმაოდ ბევრი ვისაუბრე ექსპოზიციაზე, განვმარტე ბევრი ტერმინი, მაგრამ როგორც ჩანს ზოგი რამ მაინც გაუგებარია. მაგალითად: მაინც როგორ უნდა მივიღო სწორი ექსპოზიცია? საიდან უნდა დავიწყო?
ამ სტატიაში გავცემ ამ ყველაფერზე პასუხს, ასევე ვისაუბრებ რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი და თავს მოვუყრი ერთად თუ როგორ გამოვიყენოთ ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა და ISO.





რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი?


გაეცანით დიაგრამას:




როგორც ხედავთ სამკუთხედის ყოველი გვერდის მარჯვენა მხრისაკენ
სინათლის რაოდენობა იმატებს.


Thursday, May 23, 2013

Metering Modes

განვიხილოთ წინა პოსტში ნახსენები Metering Modes რომლის განმარტებასაც დაგპირდით. ეს არის რეჟიმი რითიც შეგიძლიათ შეცვალოთ რეჟიმი თუ როგორ ზომავს კამერა სინათლეს. როგორც ვიცით სინათლის დონეს ვხედავთ ხოლმე ვიზირში (viewfinder):

მონიშნული ადგილზე საკორდინატო წრფეზე გამოისახება სინათლის რაოდენობა
სინათლის რაოდენობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ჩვენი ექსპოზიციის პარამეტრებზე, მაგ.: თუ 1/80 ჩამკეტზე სინათლეს გვიჩვენებს ნორმალურს, მაშინ 1 წამიან ჩამკეტზე პლიუსისკენ გადაიწევს მაჩვნებელი და გეტყვის რომ სინათლე ბევრია, თუ 1/200-მდე ავაჩქარებთ, ალბათ გეტყვით რომ ნაკლებია სინათლე. იგივენაირად იცვლება ISO/დიაფრაგმის შეცვლისას ექსპონომეტრის ჩვენება.

Sunday, April 28, 2013

აუტოფოკუსის რეჟიმები



Nikon

ამ პოსტში განვიხილავთ ფოკუსის რეჟიმებს და რომელი რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიკონში. კერძოდ ნიკონ დ3200-ში ამ ფუნქციაში შეიძლება შევიდეთ ასე info/!>!>Focus mode

Sunday, April 21, 2013

კომპოზიცია: მესამედის წესი

რა არის მესამედის წესი?

მესამედის წესის მიხედვით, გადასაღები სცენა გონებაში უნდა დავყოთ 9 ტოლ ნაწილად, ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზის მეშვეობით და შემდეგ გადასაღები ობიექტი მოათავსოთ ხაზების გასწვრივ, ან ხაზების გადაკვეთის ადგილას. ამის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სურათის მთავარი ობიექტი ცენტრს მოვაშოროთ, რადგან სურათი უფრო ბუნებრივად და თვალისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, როდესაც მთავარი ობიექტი კადრის რომელიმე მხარეს არის მოხვედრილი.


მთავარი ელემენტები (ფარდული და ხეებს და მიწას შორის საზღვარი) მოთავსებულია ხაზის
გასწვრივ და მათი გადაკვეთის წერტილას.


როგორ გამოვიყენოთ მესამედის წესი?




Sunday, April 14, 2013

RAW vs JPEG რომელ რეჟიმში გადავიღოთ?


ჯერ კიდევ მიდის დავა იმაზე თუ რომელი რეჟიმი ჯობია სურათის გადასაღებად, RAW თუ JPEG. ზოგს არ მიაჩნია ის ადამიანი პროფესიონალად, რომელიც იღებს RAW რეჟიმში და მოგვიანებით კომპიუტერში ახდენს ამ სურათის დამუშავებას, და მიაჩნიათ რომ ფოტოგრაფმა ერთი გადაღებით უნდა მიიღოს შედეგი ფოტოაპარატშივე და კომპიუტერში აღარ დაამუშაოს. მაგრამ ეს არასწორი ცნებაა, ხომ არ გავიწყდებათ რისთვის იყენებდნენ ფირიანი ფოტოაპარატების ეპოქაში "ბნელ ოთახს"? აქ ისინი თავიანთ გადაღებულ სურათებს ამუშავებდნენ ოღონდ ახლანდელი დროისგან განსხვავებით დასამუშავებლად კომპიუტერს არ იყენებდნენ. მეც რათქმაუნდა მირჩევნია გადავიღო RAW რეჟიმში რადგან სურათის დამუშავების უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ამასთანავე სურათის ხარისხი ნაკლებად იკლებს.
ახლა კი გავაკეთებ პატარა ცხრილს სადაც იქნება დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ ორი რეჟიმის.


Saturday, April 6, 2013

როგორ გადავიღოთ რძიანი გზა


ინტერნეტში ხშირად გინახავთ ალბათ ასეთი სურათები:

Milky Ways


აი ახლა მე გასწავლი როგორ გავაკეთოთ ამის მსგავსი სურათები.
ბევრი პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირდება რძიანი გზის გადაღებაში, იყენებს მრავალ ძვირადღირებულ ტექნიკას (მაგ.: ელ. შტატივს, რომელიც ვარსკვლავების ბრუნვას მიყვება), შემდეგ იღებენ რამოდენიმე ფოტოს და ამ ფოტოების შეჯამებით გამოდის მსგავსი სურათი. ეს რათქმაუნდა ძალიან რთულად ჟღერს, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ზედმეტი აპარატურის გარეშე გააკეთოთ ასეთი სურათები.
დავიწყოთ აღჭურვილობით