Thursday, September 5, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია: Canon ნაწილი II

ვაგრძელებთ ობიექტივების განხილვას და ჯერი მიდგა ქენონზე.

I ნაწილი



Wednesday, September 4, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია: Nikon (Nikkor) ნაწილი I

ვაგრძელებთ ობიექტივების მიმოხილვას. ჩვენ უკვე გავეცანით ზოგადად ობიექტივებს, რა ტიპის არსებობს, რისთვის არის და ა.შ.
ობიექტივები ერთმანეთისგან ბაიონეტითაც (რითიც მაგრდება ლინზა კამერაზე) განსხვავდებიან.
ამ პოსტში ნიკონის F ბაიონეტს.

Nikon (Nikkor)


ნიკონის ობიექტების თავსებადობა ნიკონის ციფრულ ფოტოაპარატებთან:


Invasive
Fisheyes*
Pre-AI
AI Converted**
AI, AI-s**
AF, AF-D (screw)
AF-S, AF-I
VR
G  
D2, D3, D4 series
(all)
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
OK
A, M
OK
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D1 series
(all)
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
No Matrix Meter
(CW and Spot Only)
A, M
No Matrix Meter
(CW and Spot Only)
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D800, D800E, D700, D600, D300s, D300, D200, D7000, D7100
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
OK
A, M
OK
A, M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D90, D80, D70,
D70s, D50
, D100
NO

გატეხავს სარკეს
NO

არ დაყენდება
სინათლე არ იზომება
M
(home conversions may not mount)
სინათლე არ იზომება
M
OK
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M
D5200, D5100, D5000, D3200, D3100, D3000, D60, D40, D40x
NO

გატეხავს სარკეს
სინათლე არ იზომება
M
სინათლე არ იზომება
M
სინათლე არ იზომება
M
No AF
P, S, A, M
OK
P, S, A, M
VR OK
OK
P, S, A, M

Thursday, August 15, 2013

ფილტრები - Filters

ფილტრები უბრალოდ რომ ვთქვათ არის მინა, რომლის დამაგრება შეგიძლიათ ობიექტივის წინიდან, ამ პოსტში განვიხილავთ ფილტრების რამოდენიმე ტიპს და განვმარტავ თითოეულის დანიშნულებას.

ფილტრების ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ რა ზომის ფილტრი ერგება თქვენს ობიექტივს, ეს ან წინიდან ეწერება ობიექტივს ან კიდევ მის მონაცემებში იქნება (filter size).
თუ მაღალი ხარისხის ობიექტივი გაქვთ, ასევე მაღალი ხარისხის ფილტრი უნდა იყიდოთ, რადგან დაბალი ხარისხის ფილტრი შეამცირებს სურათის სიმკვეთრეს.

გასაწმენდად გამოიყენეთ თქვენი კამერის საწმენდი მიკრობოჭკოვანი ნაჭერი.





UV (ultra violet/ულტრა იისფერი) Filters


ციფრულ კამერებში ამ ფილტრებს მაინცდამაინც დიდი დანიშნულება არ აქვთ, ისინი მხოლოდ ობიექტივების წინა შუშის დასაცავად გამოიყენება.
თუმცა თუ ფირიან აპარატს იყენებთ, მაშინ ეს შეამცირებს ულტრა იისფერ და ინფრაწითელ სინათლეებს.
მნიშვნელოვანია, რომ იყიდოთ ეს ფილტრი nano coating-ით, რადგან მის გარეშე იმატებს სინათლის არეკვლა, რის შედეგადაც დაახლოებით 4%-ით ნაკლები სინათლე შედის ობიექტივში, ასევე ზრდის lens flare-ს.



Saturday, July 13, 2013

ობიექტივების კლასიფიკაცია

ამ სტატიაში გაეცნობით ობიექტივების სახეებს, თვისებებს, რისთვის გამოიყენება ამა თუ იმ ტიპის ობიექტივები და დავყობთ მათ ჯგუფებად.




ობიექტივის გარჩევისას რათქმაუნდა პირველ რიგში ვიგებთ თუ რამდენ მილიმეტრიანია ლინზა, იგივე ფოკალური სიგრძე (განსაზღვრავს ობიექტივის ხედვის კუთხეს). ფოკალური სიგრძის მიხედვით ობიექტივები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

Wide-angle           ფართო კუთხედ ითვლება 10-28მმ
Normal/Standard  ნორმალურად თვლიან 35-50მმ
Telephoto             ტელეფოტოა 85-300მმ
Super telephoto    სუპერ ტელეფოტო 300-600მმ


Monday, June 17, 2013

სწორი ექსპოზიციის მიღება, "ექსპოზიციის სამკუთხედი"

საკმაოდ ბევრი ვისაუბრე ექსპოზიციაზე, განვმარტე ბევრი ტერმინი, მაგრამ როგორც ჩანს ზოგი რამ მაინც გაუგებარია. მაგალითად: მაინც როგორ უნდა მივიღო სწორი ექსპოზიცია? საიდან უნდა დავიწყო?
ამ სტატიაში გავცემ ამ ყველაფერზე პასუხს, ასევე ვისაუბრებ რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი და თავს მოვუყრი ერთად თუ როგორ გამოვიყენოთ ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა და ISO.





რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი?


გაეცანით დიაგრამას:




როგორც ხედავთ სამკუთხედის ყოველი გვერდის მარჯვენა მხრისაკენ
სინათლის რაოდენობა იმატებს.


Thursday, May 23, 2013

Metering Modes

განვიხილოთ წინა პოსტში ნახსენები Metering Modes რომლის განმარტებასაც დაგპირდით. ეს არის რეჟიმი რითიც შეგიძლიათ შეცვალოთ რეჟიმი თუ როგორ ზომავს კამერა სინათლეს. როგორც ვიცით სინათლის დონეს ვხედავთ ხოლმე ვიზირში (viewfinder):

მონიშნული ადგილზე საკორდინატო წრფეზე გამოისახება სინათლის რაოდენობა
სინათლის რაოდენობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ჩვენი ექსპოზიციის პარამეტრებზე, მაგ.: თუ 1/80 ჩამკეტზე სინათლეს გვიჩვენებს ნორმალურს, მაშინ 1 წამიან ჩამკეტზე პლიუსისკენ გადაიწევს მაჩვნებელი და გეტყვის რომ სინათლე ბევრია, თუ 1/200-მდე ავაჩქარებთ, ალბათ გეტყვით რომ ნაკლებია სინათლე. იგივენაირად იცვლება ISO/დიაფრაგმის შეცვლისას ექსპონომეტრის ჩვენება.

Sunday, April 28, 2013

აუტოფოკუსის რეჟიმები



Nikon

ამ პოსტში განვიხილავთ ფოკუსის რეჟიმებს და რომელი რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიკონში. კერძოდ ნიკონ დ3200-ში ამ ფუნქციაში შეიძლება შევიდეთ ასე info/!>!>Focus mode

Sunday, April 21, 2013

კომპოზიცია: მესამედის წესი

რა არის მესამედის წესი?

მესამედის წესის მიხედვით, გადასაღები სცენა გონებაში უნდა დავყოთ 9 ტოლ ნაწილად, ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზის მეშვეობით და შემდეგ გადასაღები ობიექტი მოათავსოთ ხაზების გასწვრივ, ან ხაზების გადაკვეთის ადგილას. ამის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სურათის მთავარი ობიექტი ცენტრს მოვაშოროთ, რადგან სურათი უფრო ბუნებრივად და თვალისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, როდესაც მთავარი ობიექტი კადრის რომელიმე მხარეს არის მოხვედრილი.


მთავარი ელემენტები (ფარდული და ხეებს და მიწას შორის საზღვარი) მოთავსებულია ხაზის
გასწვრივ და მათი გადაკვეთის წერტილას.


როგორ გამოვიყენოთ მესამედის წესი?




Sunday, April 14, 2013

RAW vs JPEG რომელ რეჟიმში გადავიღოთ?


ჯერ კიდევ მიდის დავა იმაზე თუ რომელი რეჟიმი ჯობია სურათის გადასაღებად, RAW თუ JPEG. ზოგს არ მიაჩნია ის ადამიანი პროფესიონალად, რომელიც იღებს RAW რეჟიმში და მოგვიანებით კომპიუტერში ახდენს ამ სურათის დამუშავებას, და მიაჩნიათ რომ ფოტოგრაფმა ერთი გადაღებით უნდა მიიღოს შედეგი ფოტოაპარატშივე და კომპიუტერში აღარ დაამუშაოს. მაგრამ ეს არასწორი ცნებაა, ხომ არ გავიწყდებათ რისთვის იყენებდნენ ფირიანი ფოტოაპარატების ეპოქაში "ბნელ ოთახს"? აქ ისინი თავიანთ გადაღებულ სურათებს ამუშავებდნენ ოღონდ ახლანდელი დროისგან განსხვავებით დასამუშავებლად კომპიუტერს არ იყენებდნენ. მეც რათქმაუნდა მირჩევნია გადავიღო RAW რეჟიმში რადგან სურათის დამუშავების უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ამასთანავე სურათის ხარისხი ნაკლებად იკლებს.
ახლა კი გავაკეთებ პატარა ცხრილს სადაც იქნება დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ ორი რეჟიმის.


Saturday, April 6, 2013

როგორ გადავიღოთ რძიანი გზა


ინტერნეტში ხშირად გინახავთ ალბათ ასეთი სურათები:

Milky Ways


აი ახლა მე გასწავლი როგორ გავაკეთოთ ამის მსგავსი სურათები.
ბევრი პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირდება რძიანი გზის გადაღებაში, იყენებს მრავალ ძვირადღირებულ ტექნიკას (მაგ.: ელ. შტატივს, რომელიც ვარსკვლავების ბრუნვას მიყვება), შემდეგ იღებენ რამოდენიმე ფოტოს და ამ ფოტოების შეჯამებით გამოდის მსგავსი სურათი. ეს რათქმაუნდა ძალიან რთულად ჟღერს, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ზედმეტი აპარატურის გარეშე გააკეთოთ ასეთი სურათები.
დავიწყოთ აღჭურვილობით


Sunday, March 31, 2013

როგორ გადავიღოთ ელვა!

გინახავთ ალბათ მრავალი სურათი ინტერნეტში, რომელზეც შთამბეჭდავად არის გამოსახული ელვა, შეიძლება რამოდენიმეც ერთად. ახლა კი მე გასწავლით როგორ გადავუღოთ ელვას სურათები.

DSC_2167-9
Focal length: 18mm; Aperture: f/13; Shutter speed: 27sec; ISO: 100;


შეიძლება იფიქროთ, მაგას რაუნდაო, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. ელვას სურათს ასე მარტივად ვერ გადაუღებთ, ელვა როგორც ვიცით წამიერი ნათებაა, ამიტომ შეუძლებელია რეაქცია დროულად მოვახდინოთ და სურათი გადავიღოთ. ასევე თუ ცალკ-ცალკე დავიწყებთ სურათების გადაღებას, მრავალ კარგ ელვასაც გამოვტოვებთ.


Sunday, March 24, 2013

ჩვენი კამერების უსაფრთხო გამოყენება


გვაქვს კარგი ფოტოაპარატები და ალბათ ვუფრთხილდებით კიდეც მათ, მაგრამ არის ბევრი რამ ფოტოაპარატის უსაფრთხოების შესახებ, რაც არასოდეს წარმოგვედგინა.
ამ პოსტში ჩამოვთვლი ზოგადი უსაფრთხოების რჩევებს:

  • საკიდები - აუცილებლად იხმარეთ საკიდები, ფოტოაპარატები საკმაოდ მგრძნობიარე მოწყობილობაა და საკიდები დამატებით დაზღვევას წარმოადგენენ დავარდნისგან.
  • ლინზის ხუფი - ყოველთვის დააფარეთ ლინზას ხუფი როდესაც კამერას არ იყენებთ. შეიძლება გადაგავიწყდეთ ლინზის შესახებ და რაიმეს მოხვდეს, რაც ლინზის დაზიანებას გამოიწვევს.
  • შეინახეთ ფოტოაპარატი მტვრისგან დაცულ ადგილას, მტვერს ადვილად შეუძლია შეაღწიოს კამერაში და მოხვდეს სენსორზე.
  • ლინზის გამოცვლისას კამერა დაბლა მიმართულებით დაიჭირეთ, ამით მტვრის ჩასვლა კამერაში შემცირდება.

Tuesday, March 19, 2013

Nikon D3200 დეტალური განხილვა - მენიუები

რადგანაც მაქვს მხოლოდ ერთი ფოტოაპარატი, გავაგრძელებ ამის დეტალურ განხილვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვისაც ეს ფოტოაპარატი არ აქვს არ გამოადგება. ნიკონის ფოტოაპარატებს თითქმის იდენტური მენიუები აქვთ პატარ პატარა განსხვავებებით, ქენონში კიდევ შეიძლება სახელები იყოს განსხვავებული, რათქმაუნდა ინტერფეისით.

მენიუში შესასვლელად ფოტოაპარატის ეკრანის მარჯვენა მხარეს ვაწვებით ღილაკ MENU-ს. გაითვალისწინეთ რომ ყველა ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი ყველა რეჟიმში, ამიტომ მე ვაკეთებ ამ განხილვას მექანიკური რეჟიმის მიხედვით.

აქ უბრალოდ განვიხილავ რა პარამეტრებს ვიყენებ მე და გეტყვით ჩემს აზრს.




Playback Menu

ამ მენიუს მე ძირითადად არ ვიყენებ, ამიტომ აგიხსნით მოკლედ რა ხდება აქ.

Delete: გეძლევათ სამი არჩევანი 1. წაშალოთ მონიშნული სურათები (აქ სურათის დასაშორებელი ღილაკით ინიშნება სურათები). 2. წაშალოთ სურათები დროის მიხედვით. 3. ყველა სურათის წაშლა.

Playback folder - შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფოლდერის ფაილები აჩვენოს გალერეაში.

Wednesday, March 13, 2013

შევეხოთ უშუალოდ კამერას - D3200, ღილაკები

ახლა კი ავიღოთ კამერა ხელში და დავიწყოთ მისი ფუნქციების განხილვა. მე მაქვს Nikon D3200 და ამიტომაც ამ ფოტოაპარატს გავარჩევ.

Sunday, March 3, 2013

მექანიკური რეჟიმები ფოტოაპარატებში

ამ პოსტში აგიღწერთ თუ რა მექანიკური რეჟიმები აქვთ ნიკონს და ქენონს, დავიწყოთ ნიკონით.

ნიკონი


მექანიკური რეჟიმები ნიკონის კამერებზე აღნიშნულია P, S, A და M ასოებით.

P (Programmed auto) რეჟიმი არის ფაქტიურად ავტო რეჟიმი, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ შეგიძლია აკონტროლო ISO. ამ რეჟიმში თუ ბორბალს მარჯვნივ დაატრიალებ მაშინ დიაფრაგმა იღება უფრო მეტად და ჩამკეტის სიჩქარე მცირდება, მარცხნივ დატრიალებისას კი შესაბამისად პირიქით.

S (Shutter Priority) ეს რეჟიმი თვითონ აყენებს დიაფრაგმას და ISO-ს, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო ჩამკეტის სისწრაფე.

Saturday, March 2, 2013

ძირითადი ტერმინები ფოტოგრაფიაში ნაწილი II

წინა პოსტში ვისაუბრეთ რა არის სენსორი, ჩამკეტი, დიაფრაგმა და ISO. ახლა კი კიდევ რამოდენიმე ასეთ ტერმინს აგიხსნით, მაგრამ ბევრს აღარ დავამატებ, ვიცი რომ ძნელია ამდენის სწავლა ერთდროულად.

Depth Of Field (ან შემოკლებულად DOF, ქართულად - ფოკუსის სიღრმე)

DOF ეს არის სივრცე ფოტოაპარატის სენსორიდან დაშორებით რა ადგილასაც არის გამოსახულება ყველაზე მკვეთრი.


ფოკუსის სიღრმის სიდიდე დამოკიდებულია დიაფრაგმაზე, რაც უფრო დახურულია დიაფრაგმა მით მეტია სივრცე სადაც საგანი მკვეთრია - ეს იმას ნიშნავს რომ ფოკუსში უფრო მეტი დეტალი იქნება. ხოლო რაც უფრო გავხსნით დიაფრაგმას მით უფრო პატარა ხდება ეს DOF და ნაკლები დეტალია ფოკუსში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი გადასაღები ობიექტის უკან სივრცე უფრო ბუნდოვანი იქნება. ფოკუსის სიღრმე ასევე დამოკიდებულია ფოკალურ სიგრძეზე.


ძირითადი ტერმინები ფოტოგრაფიაში

ამ პოსტში ჩამოვთვლი და განვმარტავ ფოტოაპარატის ძირითად ტერმინებს რომელიც ჩემს წინა პოსტში გამოვიყენე (მაგ.: ჩამკეტი).

სენსორი

Nikon D40/D50/D70/D70s

დავიწყოთ სენსორიდან (ზოგი მატრიცასაც ეძახის ქართულად, ინგლისურად Image Sensor ან უბრალოდ Sensor).
ეს არის მოწყობილობა რომელშიც აღწევს სინათლის სხივები, შეღწეული სინათლის სხივები კი ჩაიწერება როგორც წესი თანამედროვე ციფრულ აპარატურაში მეხსიერების ბარათში.
დაიმახსოვრეთ, სენსორის მეგაპიქსელს არ მიანიჭოთ მეტი პრიორიტეტი ვიდრე სენსორის ზომას.



ჩამკეტი (ინგლისურად Shutter)


ეს არის მოწყობილობა რომელიც არის სენსორის შემდეგ და განსაზღვრავს დროს თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეაღწევს სინათლე სენსორში.
მაგალითად, ავირჩიეთ ჩამკეტის დროდ 1/10 წამი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამკეტი გაიღება 1/10 წამის განმავლობაში, სენსორი ჩაიწერს ინფორმაციას, ამ დროის გასვლის შემდეგ კი ჩამკეტი ჩაიკეტება - აღარ შეუშვებს სინათლეს სენსორთან და შეწყდება ინფორმაციის ჩაწერაც.

მარცხნივ გაღებულია ჩამკეტი, მარჯვნივ კი ჩაკეტილი

Friday, March 1, 2013

ფოტოაპარატის ავტომატური რეჟიმის უარყოფითი მხარეები


ეს არის ჩემი ფოტოგრაფიის შემსწავლელი ბლოგის პირველი პოსტი, რომლის საშუალებითაც გაიგებთ თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს ფოტოაპარატის ავტომატურ რეჟიმს.


                             



იყიდე ახალი ფოტოაპარატი, იღებ სურათებს, სურათების გადაღების შემდეგ კი გადაგაქვს კომპიუტერში , მაგრამ იმედები გიცრუვდება -  სურათები ისეთი არ გამოვიდა როგორსაც მოელოდი და ცდილობ გაარკვიო რაშია საქმე. ბევრს აღარ გაწვალებთ და გეტყვით, რომ მიზეზი არის ავტო რეჟიმი, რომელსაც როგორც წესი ყველა დამწყები იყენებს. ავტო რეჟიმი - ეს ნიშნავს, რომ ფოტოაპარატი ყველა პარამეტრს თვითონ ასწორებს, შენ მხოლოდ კომპოზიციის შერჩევა და გადასაღებათ თითის ღიაკზე დაჭერა გევალება. ძირითადად სურათები კარგი გამოდის, მაგრამ არა ყოველთვის. კამერა ყოველთვის ცდილობს სურათში სინათლე უნაკლოდ დააბალანსოს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გვჭირდება ან შეიძლება შეცდომით გააკეთოს, კამერამ ხომ არ იცის ჩვენ რას ვფიქრობთ?

Wednesday, February 13, 2013

პოსტები ბლოგისგან

პოსტები და სიახლეები ფოტოგრაფიის შესახებ დაიდება ორშაბათიდან!


DSC_1645